ევროპის საბჭოს ექსპერტის ვიზიტი ადვოკატთა ასოციაციაში

26 სექტემბერი 2018

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ოარდღიანი ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს ექსპერტი - რიტის იოკუბაუსკასი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი შეისწავლის ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს პრობონო საქმიანობის მიმართულებით, შეაფასებს მიმდინარე პრობონო პროექტის პროგრესს და შეიმუშავებს სპეციალურ ანგარიშს ადვოკატთა ასოციაციისთვის, სადაც ასახული იქნება პრობონო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისთვის საჭირო რეკომენდაციები და საუკეთესო ევროპული პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით.

პრობონო სერვისების განვითარება  და წევრთა სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა ადვოკატთა ასოციაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაცია  ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ თანამშრომლობით, ამჟამად წარმატებით ახორციელებს პრობონო პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას გულისმობს.

 

„ასოციაციის პრობონო სერვისების დახვეწის მიზნით, მნიშნელოვანია უცხოური გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება და ისეთი კვალიფიციური ექსპერტის მოსაზრებების მოსმენა, როგორიც ბატონი რიტისია. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი სერვისი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და ხარისხობრივადაც გავაუმჯობესოთ იგი“ - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი